ვებ გვერდის გამოყენების წესი

ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებს და პირობებს, რომელიც ეხება სს „თიბისი დაზღვევის“ (ს/კ 405042804, მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზმეგის გამზ. #24ბ, ) ვებ-გვერდის on.tbcinsurance.ge გამოყენებას.

თქვენს მიერ დადასტურების ღილაკზე დაჭერით დადასტურდება, რომ სრულად გაეცანით და ეთანხმებით ქვემოთ მითითებულ დანაწესებს.

ამ დოკუმენტში ტერმინი „დაზღვევა" გულისხმობს სს „თიბისი დაზღვევას", ხოლო ტერმინი „თქვენ" გულისხმობს „მომხმარებელს", რომელიც იყენებს თიბისი დაზღვევის ზემოთ მითითებულ ვებ-გვერდს.

წინამდებარე წესები და პირობები, შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს სს "თიბისი დაზღვევის“ მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე

დაზღვევის ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია, უმეტეს შემთხვევაში, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც ფლობენ თიბისი დაზღვევის პოლისებს. ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია შესაძლოა, არ იყოს ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ არეალში, დაზღვევის გადაწყვეტილების შესაბამისად.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

დაზღვევა და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით.

ვებ-გვერდზე წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. დაზღვევა არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებზე, თუ ვებ-გვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები არაა ხელმისაწვდომი თქვენთვის.

ვებ-გვერდის გამოყენება

ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ მომხმარებლების პირადი გამოყენებისთვის. თქვენ ვალდებული ხართ, ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია, ასევე ვებ-გვერდის სტრუქტურა, გამოსახულება და დიაზინი არ გაავრცელოთ, არ გადასცეთ, არ მოახდინოთ მისი ასლების დამზადება ან/და რეპროდუცირება (მათ შორის სოციალურ მედიაში) კომერციული მიზნებისთვის, დაზღვევის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, რაც ჩვენს ერთპიროვნულ დისკრეციას წარმოადგენს. დაზღვევის წინასწარი წერილობითი თანხმობა არ არის საჭირო, თუ ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის/შინაარსის გამოყენება ხდება დაზღვევის წინასწარ განცხადებული თანხმობის შესაბამისად, ან ასეთი ინფორმაცია გამოიყენება პირადი მოხმარებისთვის, საგანმანათლებლო ან ინფორმაციული მიზნებისთვის.

ვებ-გვერდისა და სისტემის არაავტორიზებული გამოყენება (მათ შორის არარსებული დასახელებით და კოდით) სასტიკად აკრძალულია. იქ სადაც მოითხოვება რეგისტრაცია და პაროლის გამოყენება, თქვენ ვალდებული ხართ, კონფიდენციალურად შეინახოთ და არ დაუშვათ მესამე პირის მიერ ვებ-გვერდზე წვდომის შესაძლებლობა თქვენ მაგივრად.

თქვენს ერთპიროვნულ რისკს წარმოადგენს ვებ-გვერდზე მოსახვედრად გამოყენებული ნებისმიერი პროგრამული მოდულის (სატელეფონო, კომპიუტერული და სხვა) გაუმართაობა.

ინტელექტუალური საკუთრება

ვებ-გვერდზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება სს „თიბისი დაზღვევის" საავტორო უფლება. სს „თიბისი დაზღვევის" ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება ასევე დაზღვევის მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე.

აკრძალულია წინამდებარე ვებ-გვერდზე მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, დაზღვევის მიერ შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) დაზღვევის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. დაზღვევის თანხმობა არ არის საჭირო, თუ წინამდებარე მონაცემების გამოყენება ხორციელდება არაკომერციული, პირადი მიზნებისთვის და იმ შემთხვევებში, როცა წინასწარ თანხმობას არ ითვალიწინებს საქართველოს კანონმდებლობა, ან შესაბამისი საერთაშორისო რეგულაცია.

ინტელექტუალური საკუთრების ვებ-გვერდზე მითითება არ ნიშნავს მომხმარებლისათვის მის გამოყენებაზე ლიცენზიის მინიჭებას. ვებ-გვერდიდან მომხმარებლის მიერ ნებისმიერი ინფორმაციის კომერციული მიზნებისთვის გადმოწერა, ან ასლის დამზადება ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობის დარღვევად.

წესებსა და პირობებში მითითებული არცერთი დანაწესი არ განიჭებთ უფლებას წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი დაზღვევის ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებაზე.

კონფიდენციალურობის დაცვა

სს „თიბისი დაზღვევა" უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დაზღვევა მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს საჭიროებიდან გამომდინარე, იმ მოცულობით, რაც საჭიროა მომსახურების გასაწევად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დაზღვევის მხრიდან თქვენი პერსონალური ინფორმაციის მესამე პირთათვის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობით ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

დაზღვევა მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პერსონალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, დაზღვევა იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების დაზღვევისთვის მიწოდების დროს.

დაზღვევა მაქსიმალურად ზრუნავს თქვენი პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასა და კონფიდენციალურობაზე, თუმცა იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ აღნიშნული ინფორმაციის არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების დაზღვევისათვის მიწოდების დროს (მათ შორის დისტანციური მიწოდებისას გამოყენებულ პლატფორმებზე).

ვებ-გვერდის სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი „ელექტრონული ნაკვალევი", შესაძლოა გამოყენებულ იქნას დაზღვევისათვის დამახასიათებელი ტექნიკური ოპერაციების განსახორციელებლად, სტატისტიკის საწარმოებლად, ან ვებ-გვერდის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

დაზღვევის მიერ ადმინისტრაციული ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად, შესაძლოა თქვენ მიერ გამოგზავნილ იქნას პერსონალური მონაცემები დაზღვევის ელექტრონულ ფოსტაზე. გაცნობებთ, რომ დაზღვევა არ არის პასუხისმგებელი, გადაცემის პროცესში, მესამე პირის არასანქცირებული ჩარევის შედეგად, აღნიშნული ინფორმაციის უკანონო მოპოვებაზე, ან იმ ინფორმაციაზე, რომელიც მომხმარებელმა თავადვე გახადა საჯარო, ან გაავრცელა ნაკლებად უსაფრთხო ელექტრონული საშუალებებით

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, დაზღვევისთვის მინიჭებულ უფლებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის, ელექტრონული ფორმით: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელექტრონული ფოსტა) ვებ-გვერდზე მითითებული პროდუქტისა, თუ მომსახურების თაობაზე.

ვებ-გვერდზე მითითებული ბმულები

დაზღვევა უფლებამოსილია ვებ-გვერდზე მიუთითოს ჰიპერბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად.

მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება დაზღვევის კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე არ წარმოადგენს დაზღვევის პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე.

ცვლილების განხორციელება

დაზღვევა უფლებამოსილია ცვლილება შეიტანოს წინამდებარე წესებსა და პირობებში მომხმარებელთათვის წინასწარი შეტყობინების გარეშე.

მომხმარებელი პასუხისმგებელია რეგულარულად გაეცნოს წინამდებარე წესებსა და პირობებს. თქვენ მიერ ვებგვერდზე სტუმრობა/მითითებული ინფორმაციის გამოყენება ავტომატურად ნიშნავს თქვენს დათანხმებას წინამდებარე წესებისა და პირობების მოთხოვნებზე.

მარეგულირებელი სამართალი და იურისდიქცია

წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის წარმოშობის შემთხვევაში, საქმეს განიხილავს საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა კანონმდებლობით დადგენილი წესით

წინამდებარე დანაწესების კონკრეტული ჩანაწერის ბათილობა არ იწვევს წესებისა და პირობების სხვა დათქმების ბათილობას.

საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზმეგის გამზ. #24ბ.